მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინო ბურჯანაძე: თუ აქციები დაიწყება, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება

ერთიანი საქართველო

პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ჯერჯერობით მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მცირე რესურსი კიდევ არსებობს, თუმცა თუ ხელისუფლების ცვლილებისთვის საპროტესტო აქციების დაწყება იქნება საჭირო, ეს „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა იქნება.  

„ცუდია, რა თქმა უნდა, დაიღალა მოსახლეობა აქციებით, მაგრამ თუ ეს ქვეყანას სჭირდება და ეს ერთადერთი გამოსავალი იქნა, მაშინ ეს იქნება მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ან ჩვენ ვეგუებით ბატონ-ყმობას 21-ე საუკუნის საქართველოში და იმას, რომ ერთმა ადამიანმა საქართველო იყიდა, მიიტაცა ძალაუფლება ან ვიბრძვით.

მე მგონია, რომ ღირსეული ერის არჩევანია ბრძოლა თავისუფლებისთვის“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში სამოქმედო სტრატეგიაზე მსჯელობისთვის არიან შეკრებილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ელისაშვილი: ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შანსი სულ უფრო მცირდება

👉 ირაკლი კობახიძე: ამ არჩევნების შემდეგ ბუნებრივად გაჩნდნენ „ლუზერები“ და „ვინერები“

👉 შალვა ნათელაშვილი: დახვრეტაც რომ მოგვისაჯონ, არსად არ შევალთ