მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელიამ 14 ნოემბერს მორიგი აქცია დაანონსა

ნიკა მელია ივანიშვილს მიმართავს

ოპოზიციური პარტიის წევრმა ნიკა მელიამ შაბათს, 14 ნოემბერს 15:00 საათზე მორიგი აქცია დაანონსა.

ამასთან მან აქციის მონაწილეებს მიმართა, რომ დღეს, 22:00 საათის შემდეგ კარგად დაფიქრდნენ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება, დარჩებიან თუ არა აქციაზე.

„ახალგაზრდები საკუთარი ინიციატივით რჩებიან, პოლიტიკოსები მათთან ერთად უნდა ვიყოთ, გთხოვთ ინდივიდუალურად მიიღოთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ენერგიაც უნდა გამოვზოგოთ და რესურსიც. მაგრად იყავით ხალხო, მაგრად დაჰკარით, ყიჟინა ისმოდეს. ვინც ვერ გამოდის სახლიდან, აივნებიდან გავაპროტესტოთ“,- მიმართა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს.

📌რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია და აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბდა.

📌ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

📌ოპოზიციამ 8 ნოემბერს მასშტაბური აქცია გამართა. საპროტესტო აქცია ჯერ რუსთაველის გამზირზე გაიმართა, შემდეგ კი, აქციის მონაწილეებმა ცესკო-ს შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ აქტივისტების დასაშლელად წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენა.

აგრეთვე იხილეთ: 👇

🔴 რამდენით დაჯარიმდებით, თუ 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გახვალთ?

🔴 ჩუგოშვილი: ყველას მოუწევს რაღაცის დათმობა - ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც

🔴 სოსო ცინცაძე: ამ კრიზისიდან გამოსასვლელად მხოლოდ უცხოელი პარტნიორების იმედი შეიძლება გვქონდეს