მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება მელიას მხარდასაჭერად კი არ იბრძვის, არამედ დემოკრატიის გადასარჩენად ვიბრძვით“ - მელია

ნაცმოძრაობის თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში ლიეტუვას სეიმის წევრთან შეხვედრის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს. 

მელია ამბობს, რომ ეს ვიზიტი დემოკრატიის გადარჩენას ემსახურება. მისივე თქმით, ვიზიტი დაგეგმილი არ იყო, თუმცა ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე შედგა.

ამასთან, მელიას განცხადებით, დღეს ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი ნაწილი ნიკა მელიას მხარდასაჭერად კი არ გაერთიანდა, არამედ ბრძოლა მიმდინარეობს დემოკრატიის გადასარჩენად.

„ეს ვიზიტი დემოკრატიის გადარჩენას ემსახურება და ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას.

ვიზიტი არ იყო დაგეგმილი, ის იყო დაგეგმილი მომდევნო თვის დასაწყისში. ნიკა მელიას ხელზე დაედება თუ არა ოკუპანტის ხელბორკილი, ასე კი არ დგას საკითხი, სხვა საკითხია რამდენად მოახერხებნენ.

ვაფრთხილებდი ხელისუფლებას, რომ ეს არის წარმოუდგენელი მისია, რომელსაც ვერ შეასრულებდნენ. სჯობდა ადრე შეესმინათ, ის რასაც ვეუბნებოდი.

საკითხი არის მწვავედ სხვა მიმართულებით, სანამ სახელმწიფოში არამხოლოდ უმცირესობა, თავისუფალ და ობიექტურ სამართლიან არჩევნებში, დამარცხების შემდეგ არ მიულოცავს უმრავლესობას ვერ ჩაითვლება დემოკრატიულ წესწყობილებლად, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებულმა აღიაროს დამარცხებული.

დღეს მთელი ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი ნაწილი ნიკა მელიას მხარდასაჭერად კი არ გაერთიანდა, არამედ რეალურად ვიბრძვით დემოკრატიის გადასარჩენად, ვიბრძვით ოპოზიციის არსებობისთვის. სანამ ხელისუფლება არ მიხვდება, რომ მან უნდა აღიაროს ოპოზიცია“, - განუცხადა მედიას ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ დროებით გადადო. უწყებას არ დაუკონკრეტებია, რა დროით გადაიდო ნიკა მელიას დაპატიმრება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ადრე თუ გვიან საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოხვდება“ - ნიკა მელია

✔️ ლიეტუვა სეიმის წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ლიდერებს ხვდება

✔️ შსს: ნიკა მელიას დაკავება გადაიდო