მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს: ნიკა მელიას დაკავება გადაიდო

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება დროებით გადაიდო. გადაწყვეტილება გიორგი გახარიას მიერ პრემიერის პოსტის დატოვებას უკავშირდება. 

„პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრემიერის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მან აღნიშნა. არცერთი მოქალაქის მიმართ კანონის აღსრულება დესტაბილიზაციად და საზოგადოების პოლარიზებად არ ღირს. გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ მისი ნაბიჯი პოლარიზაციის პროცესს ხელს შეუშლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა

„ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის, ქართველი ხალხის თავდადებული გმირობის შედეგი“ - გოცირიძე პრემიერის გადაწყვეტილებაზე

„დღეს, ამ გადაწყვეტილებით იწყება დიდი ეროვნული მოძრაობა“ - გიორგი ჩალაძე პრემიერის გადადგომაზე