მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოპოზიციას მოეთხოვება გამოიჩინოს მეტი შეგნება“ - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში

„ვერ წარმომიდგენია,  რომ ქვეყნიდან, რომელიც ოკუპაციას ებრძვის, რომლის მტკიცე პარტნიორები ევროპა და ამერიკა არიან, მისივე მოქალაქეებისგან სწორედ ამ ქვეყნებში მიმდინარეობდეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო სრულიად უღირსი კამპანია, დისკრედიტაცია და ლობირება თუნდაც სანქციების დაწესების მიმართულებით“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 

მისი თქმით, პოლიტიკური დაპირისპირებისას სახელმწიფო ზარალდება.

„ვიღაც შეიძლება მიიჩნევდეს, რომ ამით ასუსტებს პოლიტიკურ კონკურენტს და აძლიერებს საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს. მაგრამ, ვინც იცნობს ევროპას და ამერიკას, კარგად ესმის, რომ ეს ასე არ არის და რეალურად ზარალდება ქვეყანა, მისი სამომავლო პერსპექტივა, მისდამი დღევანდელი მხარდაჭერა ოკუპაციასთან ბრძოლის, ეკონომიკური გაძლიერების თუ რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.

ამიტომ ოპოზიციას მოეთხოვება გამოიჩინოს მეტი შეგნება. მოეთხოვება უარის თქმა განწყობაზე: ჩემს შემდეგ ან ჩემს გარეშე, რაც გინდა მომხდარა. თუმცა, არანაკლებ საჭიროა ხელისუფლების მხრიდან იმის გაგება, რომ რაღაც საკითხებში, ბოლომდე შეთანხმება თუ არა, სულ ცოტა, წინასწარ გაფრთხილება და კონსენსუსის მიღწევის მცდელობა მაინც უნდა იყოს.

მაგალითად მოვიყვან 2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემას, რაც, არა თუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული. თუ ასეთ მომავალს ერთად არ შევქმნით, ვერც ოკუპაციის დაძლევას შევძლებთ და ვერც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკება შეთანხმების გარეშე დასრულდა.

15 მაისს ოპოზიციური პარტიები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ოპოზიციის მხრიდან გაგრძელდება ძალისხმევა, რომ ხუთივე პუნქტზე შეთანხმება მოხდეს“ - ბადრი ჯაფარიძე

⭕ „15 მაისამდე კრიზისი ვერ გასტანს და აუცილებლად მოხდება შეთანხმება“ - გიორგი ვაშაძე

⭕ „რადგან ოპოზიცია გაბუტულია, გადავწყვიტეთ „ქართული ოცნებას“ დაველაპარაკოთ“ - რაქვიაშვილი