მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოპოზიციის მხრიდან გაგრძელდება ძალისხმევა, რომ ხუთივე პუნქტზე შეთანხმება მოხდეს“ - ბადრი ჯაფარიძე

ლელოს წარმომადგენელი

პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიცია მმართველ გუნდთან შეთანხმების მიღწევისთვის ძალისხმევას გააგრძელებს. 

მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესი არ ჩაშლილა და ის აუცილებლად გაგრძელდება.

„ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ელჩებთან, ფასილიტატორებთან. ამ წუთას კონკრეტული თარიღი, როდის იქნება მოლაპარაკების შემდგომი ეტაპი, შეუძლებელია განისაზღვროს. ბრიუსელი, ვაშინგტონი, ჩვენი უახლოესი პარტნიორები ამ პროცესში ჩართული არიან. ვინმემ ერთი წუთითაც არ უნდა იფიქროს, რომ პროცესი შეწყდა, ან მოლაპარაკებები ჩაიშალა.

ჩვენ, ოპოზიციის მხრიდან გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ხუთივე პუნქტზე მოხდეს შეთანხმება. ოპოზიცია სამზე უკვე შევჯერდით, ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, ამ მედიაციის პროცესმა შედეგი გამოიღო, დაგვრჩა ორი პუნქტი. ვაგრძელებთ კომუნიკაციას, კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან და იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ გადადგამს სახელმწიფოებრივ ნაბიჯს, დაეთანხმება იმ სამ პუნქტს, რომელსაც ოპოზიცია დაეთანხმა და შემდეგ იმ დამატებით ორ პუნქტზე შეჯერებას მოვახერხებთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკება შეთანხმების გარეშე დასრულდა.

15 მაისს ოპოზიციური პარტიები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „15 მაისამდე კრიზისი ვერ გასტანს და აუცილებლად მოხდება შეთანხმება“ - გიორგი ვაშაძე

⭕ „მელიას გამოშვებით იცვლება ის, რომ ენმ მოლაპარაკების მაგიდასთან თავმჯდომარით იქნება წარმოდგენილი“ - ბოკუჩავა

⭕ „ჩვენი კრიტიკა საქართველოს სიყვარულიდან გამომდინარეობს“- ანდრიუს კუბილიუსი