„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, ამავე პარტიის ლიდერის ნიკა მელიას გათავისუფლების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოლაპარაკების მაგიდასთან თავმჯდომარით იქნება წარმოდგენილი.
ბოკუჩავას თმით, იმ შემთხვევაში თუ მელია გათავისუფლდება, ეს იქნება მინიმალური ნდობის აღდგენა.
„ნიკა მელიას გამოშვებით იცვლება ის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტია იქნება წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდასთან, ისევე როგორც სხვა პარტიები თავისი თავმჯდომარით, როგორც ეს მას ეკუთვნის.მე ძალიან მინდა მოვისმინო დაშვების დონეზე „ქართული ოცნება“ რა კომპრომისებს უშვებს, საინტერესოა“, - განაცხადა ბოკუჩავამ რუსთავი 2-ის ეთერში.
ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.
მას საქმეზე სასამართლოსგან თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც ნიკა მელიას უძრავი ქონებით ჰქონდა უზრუნველყოფილი.
2020 წლის 1-ელ ნოემბერს, ნიკა მელიას მიერ, სიტყვით გამოსვლისას, ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევად შეაფასა და ნიკა მელიას გირაოს ოდენობა 70 000 ლარამდე გაუზარდა, ხოლო გადახდის ბოლო ვადად 2020 წლის 23 დეკემბერი განისაზღვრა.
2021 წლის 5 თებერვალს ნიკა მელიამ გირაოს თანხის გადახდაზე უარი საჯაროდ განაცხადა.
12 თებერვალს პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს შუამდგომლობაზე თანხმობისთვის მიმართა.
16 თებერვალს პარლამენტი დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას და ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
17 თებერვალს, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმა და პატიმრობა შეუფარდა.
18 თებერვალს სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიასთვის სასამართლო განჩინების ჩასაბარებლად მივიდნენ, თუმცა პარტიის მხარდამჭერებმა ისინი შენობაში არ შეუშვეს.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და გადაწყვეტილების მიზეზად ნიკა მელიას დაკავების ღონისძიების თარიღისა და ფორმის შესახებ გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.
პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება გადადო.
23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა.
ამავე თემაზე:
„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.
თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო ევროკავშირის ქსელში - Eurodesk გაწევრიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ჯარში არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, კოვიდვაქცინაციის შესახებ ეჭვების გასაქრობად, საჭიროა ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ აიცრას.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაელა მარკსოვამ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ და ელჩის მოადგილემ იანა გაშპარიკოვამ ზაჰესის ჰიდროექეტროსადგური დაათვალიერეს. სს „ენერგო–პრო ჯორჯია გენარაცია“ არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჩეხური კომპანია, რომელიც საქართველოს ენერგობაზარზე მოღვაწეობს 2007 წლიდან.
საქართველოს პრეზიდენტსა და მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადალახვა მიულოცა და ხაზი გაუსვა 19 აპრილის შეთანხმებაში საქართველოს პრეზიდენტის როლს.
ბიზნეს სფეროების წარმომადგენლები ითხოვენ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან, მათ ამ მოთხოვნით განცხადება კანცელარიაში 2 დღის წინ ჩააბარეს რომელსაც ხელს აწერს 15 ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი და ისინი კონკრეტულ პასუხებს მოითხოვენ ხელისუფლებისგან. გამოსავალს კი ხედავენ იმაში, რომ ხელისუფლებამ აწარმოოს სწორი პოლიტიკა.