მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ორშაბათს „ქართულ ოცნებასთან“ საუბრის დასაწყებად მივდივართ პარლამენტის შენობაში“- ვახო მეგრელიშვილი

განცხადება

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ პარტიას „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი ჯერ არ დაუწყია.

როგორც ვახო მეგრელიშვილი აღნიშნავს, გუნდში ახალი წევრის დამატების საკითხი ჯერ არ განიხილება, საჩქარო არაფერია და მისი თქმით, ყველაფერი მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.

„ჯერ „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი არ დაგვიწყია. საუბრის დასაწყებად მივდივართ ორშაბათს პარლამენტის შენობაში.

რაც შეეხება, ჯერჯერობით გუნდში ახალი წევრის დამატებას, ამ ეტაპზე აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ოპოზიციის საკითხი ჯერ არ გარკვეულა. ჯაფარიძეს საკონსტიტუციო სასამართლო აქვს ამ თემაზე ანუ დაველოდებით, არაფერი საჩქარო არ არის. ორშაბათს სხვა პროცესს ვიწყებთ“- განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარტია „გირჩი“ ორშაბათიდან საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება. როგორც პარტიის წევრმა ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა, „ეს ფორმა არის ერთადერთი სწორი, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ რომელიმე მხარეს ბრძოლაში. თუ შედგა შეთანხმება, ჩვენ ვიქნებით სხვებთან ერთად პარლამენტში. თუ არა და ორშაბათიდან ჩვენ შევალთ დამოუკიდებლად.“

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა კი პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმში რჩება.

იხილეთ აგრეთვე:

✅„გირჩს“ ორშაბათიდან პარლამენტში ვიხილავთ“ - ვახო მეგრელიშვილი

„გირჩს“ პარლამენტში უნდა შესვლა, მაგრამ წვალობს“ - ელისაშვილი