მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფიქრობენ, რომელი გადაწყვეტილება დააზარალებთ ყველაზე ნაკლებად“ - ზურაბ ჯაფარიძე მელიას საქმეზე

ზურაბ ჯაფარიძე - გირჩის ლიდერი

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თუ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებას არ დაუმძიმდება, მმართველი გუნდი ამას სასამართლოს დამოუკიდებლობით ახსნის. 

„ცივი სახით დადგებიან და მოყვებიან, თუ როგორი დამოუკიდებელია სასამართლო ქვეყანაში და ეს მოიტანა მართლმსაჯულების 17-ტალღიანმა რეფორმამ და ამას სრული სერიოზულობით გააკეთებენ. მაგათ თავხედობას საზღვარი არ აქვს.

მთავარია ახლა მიიღონ გადაწყვეტილება, რომლის შემთხვევაშიც პოლიტიკურად ნაკლებად დაზარალდებიან და ამას გააპრავებენ ცივი სახეებით“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ახლა ნებისმიერი ფორმის დაუმორჩილებლობა სწორია.

„ოცნებამ ოპოზიცია ზოგადად კი არ გააერთიანა, არამედ მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის ოფისში გააერთიანა. ნიკა მელია მე ვნახე და მას ვუცხადებ სოლიდარობას. ზოგადად, ნებისმიერი ფორმის დაუმორჩილებლობა არის სწორი. მართალია ფიზიკურად „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში არ ვარ, თუმცა ყველა ეთერით გამოვხატავ ჩემს პოზიციას და ვაფიქსირებ, რომ მას მხარს ვუჭერ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელიას საქმის განახლება მმართველ გუნდთან მოლაპარაკების პროცესს მინიმუმ უკიდურესად გაართულებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და პატიმრობის გამოყენების თაობაზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე იმსჯელებს.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, თუ ნიკა მელიას დაიჭერენ, ამას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

გიორგი ვაშაძე: ჩვენი პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი

კარლ ჰარცელი: სიტუაცია ფეთქებადსაშიშია და ყველა პარტიას წინდახედულობა მართებს

„მართალია თოვლი მოვიდა და გაზაფხული ჯერ არ დგება, მაგრამ მღელვარების ორგანიზების მცდელობები ჩანს“ - შალვა პაპუაშვილი