მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვლადიმერ პოზნერს არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ“ - ირაკლი ღარიბაშვილი

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე და დაიცვან დადგენილი რეგულაციები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე საქართველოში ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლას და ამ ამბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

„მინდა, გამოვეხმაურო გუშინ ღამით განვითარებულ მოვლენებს.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ვლადიმერ პოზნერს, რომელიც არის, აგრეთვე, აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს აშშ-ის პასპორტით.

ეს იყო მისი მორიგი კერძო ხასიათის ვიზიტი. ამასთანავე, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მას და მის თანმხლებ პირებს ჰქონდათ კოვიდპასპორტები და უარყოფითი პასუხი PCR ტესტზე, შესაბამისად, ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შესაბამისობაში.

რაც შეეხება სტუმრების შეკრებას, თბილისის ერთ-ერთ დაწესებულებაში რეგულაციების გაუთვალისწინებლად, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩვენთვის ყველასთვის. რა თქმა უნდა, არის დარღვევა და შესაბამის უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება - დაჯარიმდა როგორც რესტორანი, ასევე, ყოველი ინდივიდი.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და როგორც მათ სჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს.

ამჯერადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ და კერძოდ, სააკაშვილის მიზანია, რა თქმა უნდა, დესტრუქცია, საბოტაჟი, ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა.

ამჯერადაც ეს გააკეთეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა იხსნება ნაწილობრივ ტურისტებისთვის.

ყოვლად დაუშვებელი იყო ნაცმოძრაობის პროტესტის ეს ფორმა. ეს სცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია.

რაც შეეხება, სახელმწიფო უწყებებს, ისინი მოქმედებდნენ კანონის დაცვით,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს ვლადიმერ პოზნერი საქართველოში მეგობრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

მისი ვიზიტი და სასტუმრო „ვინოტელში“ ვახშამი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა და მოქალაქეებმა გააპროტესტეს.

პროტესტის გამო, რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმირ პოზნერმა და მისმა მეგობრებმა სასტუმრო „ვინოტელი“ დატოვეს (ვიდეო)

აგრეთვე დაინტერესდებით:

🔻 „ვახშამზე წასვლა კომენდანტის საათის დროს უკვე იყო უკიდურესი თავხედობა, სიბრიყვე და პროვოკაცია“- გია ხუხაშვილი

🔻 გიგა მაქარაშვილი ადასტურებს, რომ პოზნერის გადაადგილების შესახებ განრიგი ნამდვილად გაავრცელა, თუმცა პოსტი მალევე წაშალა

🔻 „წუხილს გამოვთქვამთ შექმნილი ვითარების გამო“ - „აჭარა ჯგუფი“

🔻 შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე გავფრინდე - პოზნერის პირველი კომენტარი

🔻 „ეს შემაშფოთებელია“ - კელი პოზნერის ვიზიტზე

🔻 ავიწყდებათ, რომ თავად სააკაშვილი იწვევდა პოზნერს, ნიკიტა მიხალკოვს, ქსენია სობჩაკსა და სხვებს საქართველოში და მათთან ერთად ქეიფობდა - გია აბაშიძე

🔻 სანამ ამერიკის მოქალაქე პოზნერის ჩამოსვლას გააპროტესტებთ, თქვენი პარტიის წევრის, რუსეთის მოქალაქე ჩომახიძის წაყვანა არ დაგავიწყდეთ - ლევან ნიკოლეიშვილი ნაცმოძრაობას