მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სანამ ამერიკის მოქალაქე პოზნერის ჩამოსვლას გააპროტესტებთ, თქვენი პარტიის წევრის, რუსეთის მოქალაქე ჩომახიძის წაყვანა არ დაგავიწყდეთ - ლევან ნიკოლეიშვილი ნაცმოძრაობას 

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი Pia.ge

„ნაცებო, სანამ ამერიკის მოქალაქე პოზნერის ჩამოსვლას გააპროტესტებთ, თქვენი პარტიის წევრის, რუსეთის მოქალაქე ჩომახიძის წაყვანა არ დაგავიწყდეთ“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი თბილისში რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს.

ნიკოლეიშვილის თქმით, პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და ქვეყანაში სწორედ ამერიკული პასპორტით შემოვიდა.

მისივე თქმით, ვლადიმირ პოზნერს არ აქვს დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ:

„აქოთქოთდნენ ნაცები, პოზნერი ჩამოდის და ეს როგორ გაბედაო. ცხადია, გადაშენების პირას მყოფი პარტია და მისი ანასხლეტები ცდილობენ ხავსს იპოვონ მოსაჭიდებლად, მაგრამ ეს ხავსიც რომ არსად ჩანს? დავინტერესდი, ინფორმაცია მოვიძიე და გავარკვიე, რომ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და ქვეყანაში სწორედ ამერიკული პასპორტით შემოვიდა, არ აქვს დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ და ამ დროს რა უნდა ქნას სახელმწიფომ? როგორ უნდა უთხრას უარი შემოსვლაზე? ნაცებო, ერთ რჩევას მოგცემთ, სანამ ამერიკის მოქალაქე პოზნერის ჩამოსვლას გააპროტესტებთ, თქვენი პარტიის წევრის, რუსეთის მოქალაქე ჩომახიძის წაყვანა არ დაგავიწყდეთ“, - აღნიშნავს ნიკოლეიშვილი და პოზნერის პასპორტის ფოტოს აქვეყნებს.

ინფორმაციისთვის, რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი თბილისში 31 მარტს ჩამოფრინდა. როგორც მან განაცხადა, თბილისში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა და ეს ვიზიტი პოლიტიკას არ უკავშირდება.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

„ნაცებო, ახლა არ მოგწონთ ამერიკის მოქალაქე პოზნერი, ხომ?“ - ზურაბ ქადაგიძე