მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოში იანუკოვიჩის რეჟიმის დასასრულის გამეორება არ გვსურს“ - ხატია დეკანოიძე

ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

„დემოკრატიულ ოპოზიციაში არასოდეს გვითქვამს, რომ პასუხისმგებლობას გავურბივართ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა. 

დეკანოიძის თქმჯით, ევროკავშირისა და საქართველოს შორის ურთიერთობები სასწორზეა დადებული. დეკანოიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია არასოდეს პასუხისმგებლობას.

„პირველად საქართველოს ისტორიაში რეალური საფრთხე დაემუქრა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. აქ არის ერთი ძალიან საფრთხილო და ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ჩადებული, როდესაც წერია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები სასწორზეა დადებული.

დემოკრატიულ ოპოზიციაში არასოდეს გვითქვამს, რომ პასუხისმგებლობას გავურბივართ. ძალიან კარგად მახსოვს უკრაინასა და ევროპაში განვითარებული მოვლენები, რომელიც პრაქტიკულად ასე დაიწყო.

ძალიან კარგად მახსოვს სრულ პასუხისმგებლობას აკისრებდნენ ხელისუფლებას და ისიც გვახსოვს ეს როგორ დასრულდა. რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ იანუკოვიჩის რეჟიმის დასასრულის გამეორება საქართველოში არ გვსურს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. შვედი დიპლომატის თქმით, მის მიერ შეთავაზებული პუნქტები მისაღები არცერთი პარტიისთვის არ იყო.

ამავე თემაზე:

✔️ ალეკო ელისაშვილი: გაჯიქებული პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლობის შედეგად ზიანდება საქართველო

✔️ „იმაზე საუბრის მაგივრად, თუ რატომ ვერ შევთანხმდით, იმუქრებიან, რომ სანქციებს დაგვიწესებენ“ - ვოლსკი ევროპარლამენტარებზე