მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სამი დეპუტატის შესვლა, პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შემატებს“ - ირმა ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსი

„ქართულ ოცნებას“ ვარწმუნებ, რომ 3 ან 4 დეპუტატის შესვლა პარლამენტში, ამ უკანონო პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შემატებს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

ინაშვილის თქმით, სამი დეპუტატის საკითხის გატანა რეგლამენტის უხეში დარღვევაა.

ამასთან, ინაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არ შევა პარლამენტში,

„დღეს ჩვენ ვართ მომსწრე იმისა, რომ ხდება მხოლოდ 3 დეპუტატის დეპუტატის საკითხის გამოტანა, ეს არის რეგლამენტის უხეში დარღვევა. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ არ შევა პარლამენტში. ჩვენი პარტიის არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში.

ჩვენ დიდი დისკუსია, მსჯელობა გვქონდა პარტიაში და სწორედ ამის გამო არ ჩახსნა პარტიის თავმჯდომარემ სია. თუ ბატონი ფრიდონი დათანხმდება პარლამენტში შესვლაზე, მაშინ მას პარტიის დატოვება მოუწევს. სხვა ბიზნესმენები, რომელთა გვარები ახლა ისმის არ არიან პარტიის წევრები“, - აცხადებს ინაშვილი.

ინფორმაციისთვის, რიგგარეშე სესიაზე, "პატრიოტთა ალიანსის" სამი წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი უყარეს.

პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამ წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

4 დეკემბერს პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის, ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძესთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილეს.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✔️ „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ გატარებული რეპრესიული ღონისძიებები ოპოზიციის დაშინებაა“ - ნათელაშვილი

✔️ „პატრიოტთა ალიანსი“ სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობს