მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შესაძლებელია საკანონმდებლო ორგანოდან ვინმემ მთავრობის შემადგენლობაში გადაინაცვლოს“ - ირაკლი ქადაგიშვილი

თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს, 20 ივლისი 2020 წერლი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, შესაძლებელია საკანონმდებლო ორგანოდან ვინმემ მთავრობის შემადგენლობაში გადაინაცვლოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ გარკვეული სიახლეები იქნება.

„გარკვეული სიახლეები იქნება,პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ახალი ხედვები ექნება. განსხვავებული თემების შემოტანასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს მისი მხრიდან და ამ ყველაფერს, მათ შორის მთავრობის პერსონალურ შემადგენლობაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი თავად მოგვახსენებს.

სავსებით შესაძლებელია საკანონმდებლო ორგანოდან ვინმემ მთავრობის შემადგენლობაში გადაინაცვლოს. როგორც იცით ასეთ დროს ჩანაცვლება ხდება“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ინფორმაციისთვის, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება დროებით გადაიდო. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ირაკლი ღარიბაშვილს მელიას დაკავების მცდელობა ექნება, მაგრამ ეს მის სასარგებლოდ არ დასრულდება“ - უდუმაშვილი

✔️ „კარგი იქნება გამოცდილებიდან გამომდინარე სწორად თუ განსჯის არსებულ რეალობას“ - გოჩა თევდორაძე ღარიბაშვილზე