მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სრული აბსურდია გირაოს გირაოთი დამძიმება - ეს არის მთლიანად არალეგიტიმური“ - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია

„ვიცი, რომ ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიცი რომ ამ ბრძოლაში მართალი ვარ! და ზუსტად ვიცი, რომ გავიმარჯვებთ, რადგან სხვა გზა არც გვაქვს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. 

მელია 20 ივნისის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ სიმართლის ხაზი პარლამენტის პერიმეტრზე გადიოდა, რადგან გარეთ აღშფოთებული პატრიოტები იდგნენ და იცავდნენ ქვეყანას.

მელიას თქმით, პირველი ნოემბრის აქციის მერე უკომპრომისო ბრძოლაშია ჩაბმული.

„20 ივნისის მოვლენების დროს სიმართლის ხაზი გადიოდა პარლამენტის პერიმეტრზე.
გარეთ აღშფოთებული პატრიოტები იდგნენ და იცავდნენ ქვეყანას, შენობის შიგნით კი მყოფი კობახიძე-გავრილოვი შეურაცხყოფას აყენებდნენ ქართულ სახელმწიფოებრიობას.

პარლამენტს გარეთ მყოფი ხალხის სიმართლე აღიარა თავად ხელისუფლებამ და პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, თანამდებობიდან გადადგომა მოუწია მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს და მივიღეთ პროპორციული არჩევნების დაპირება.

მიუხედავად ამისა, მაშინ ოცნებამ გადაგვაგდო, უკან წაიღეს პროპორციული სისტემის დაპირება და ჩემი და სხვა ადამიანების წინააღმდეგ რამდენიმე კვირაში დაიწყო პოლიტიკური დევნა.

მიუხედავად ამისა, ხალხის ნების გამოხატვის მოლოდინში , რომ სახელმწიფო ინსტიტუტები 2020 წლის არჩევნების შედეგად დაიბრუნებდნენ ლეგიტიმაციას, მოთმინებით ველოდი საპარლამენტო არჩევნებს თუმცა, 2020 წლის

არჩევნებზე ჩვენ ვიხილეთ არა სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმაციის დაბრუნება, არამედ არჩევნების ტოტალურად გაყალბება და ქართული ოცნების მიერ ძალაუფლების სრული უზურპაცია, უსამართლობასთან ბრძოლის ახალი ეტაპიც ზუსტად ამ დროს დადგა.

ამიტომ, 1 ნოემბერის აქციაზე საჯაროდ მოვისროლე სამაჯური და მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად ვარ ჩაბმული უკომპრომისო ბრძოლაში. არც მე და არც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პარლამენტს“, - აღნიშნა მელიამ.

მელია კვლავ ხაზგასმით აცხადებს, რომ მასზე დაკისრებულ გირაოს არ გადაიხდის და მას ვერ დაიჭერენ.

„სრული აბსურდია გირაოს გირაოთი დამძიმება - ეს არის მთლიანად უკანონო და არალეგიტიმური, იურიდიული აბდაუბდა, რომელიც დღემდე არავის წინააღმდეგ არ გამოყენებულა და პირველად ჩემს წინააღმდეგ იყენებენ.
მეორედ თუ გადავიხდი, ხვალ მესამედ მომთხოვენ, ზეგ მეოთხედ... ბრძოლა და მორჩილება კი შეუთავსებელია!

მე აღარ ვაპირებ ამ გაუთავებელ „სამართლებრივ” ლაბირინთებში შეყოლას, მაშინ როდესაც ვიცი რომ ვარ მართალი და ვიცი რომ ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. მე არ გადავიხდი გირაოს და არავის აქვს უფლება გადაიხადოს გირაო ჩემს მაგივრად!

გირაოს გადახდისთვის საბანკო ანგარიშის გარდა აუცილებელია სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელსაც გასცემს პროკურატურა მხოლოდ ბრალდებულზე, ან მის ადვოკატზე. არც მე, არც ჩემს ადვოკატს არანაირი ასეთი კოდი არ მოგვითხოვია და არც მოუციათ და შესაბამისად, თუკი ვინმე ჩემს მაგივრად გადაიხდის გირაოს თანხას, წინასწარ ვაცხადებ, ეს იქნება პროკურატურის და ამ ხელისუფლების მორიგი ბინძური მაქინაცია.

ვიცი, რომ ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიცი რომ ამ ბრძოლაში მართალი ვარ! და ზუსტად ვიცი, რომ გავიმარჯვებთ, რადგან სხვა გზა არც გვაქვს! არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“, - აცხადებს მელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „გირაოს არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ“ - ნიკა მელია

✔️ „კანონმდებლობაში ნიკა მელია არ არის ცალკე ჩაწერილი და მართლმსაჯულება მას ზუსტად ისე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეს მოექცეოდა“ - თალაკვაძე