მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალაკვაძე: უახლოეს დღეებში მოხდება გარდატეხა - ოპოზიცია საპარლამენტო პროცესში მონაწილეობას დაიწყებს 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე - Pia.ge

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევა. 

„უახლოეს თვეებში პარლამენტი იქნება ზუსტად ისეთ ფორმაში როგორც ის საზოგადოებამ აირჩია, მაგრამ უახლოეს დღეებში უკვე მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში. ვიცი, ეს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ძალიან ეწყინება, მაგრამ საბედნიეროდ ოპოზიციას ჰყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარი ამომრჩევლის არჩევანსა და სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი სწორედ ეს არის, რომ ამის გარშემო გავერთიანდეთ“, - განაცხადა თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში ხელისუფლება, პოლიტიკური დიალოგის საშუალებით, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ახალი წლიდან ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთოს.

„უახლოეს დღეებში ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს მოლაპარაკებებით და პოლიტიკური დიალოგის საშუალებით, მათ შორის არ გამოვრიცხავ რომ გაგრძელდეს ინდივიდუალური კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან, რომ უკვე ახალი წლიდან ჩვენ შევძლოთ პარლამენტში ოპოზიციის მონაწილეობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა ისინი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

💢„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლაზე უარი ოფიციალურად განაცხადა

💢„პატრიოტთა ალიანსი“ სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობს

💢ზაალ უდუმაშვილი: მე-5 რაუნდის დანიშვნას ველოდებით