მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თეა წულუკიანის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის შესახებ მოსაზრება არსებობს“ - გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ეს პრემიერის პრეროგატივაა. 

თუმცა მაჭარაშვილი ამბობს, რომ თეა წულუკიანის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის შესახებ გარკვეული მოსაზრება და კონსულტაცია არსებობს.

„თავდაცვის მინისტრი ბუნებრივია, რომ შეიცვლება. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ეს არის პრემიერის კანდიდატობის პრეროგატივა, გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.

ქალბატონ თეა წულუკიანთან დაკავშირებით არსებობს მოსაზრება, ინფორმაციები და კონსულტაციები აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლასთან დაკავშირებით. დაველოდოთ მოვლენებს“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

ინფორმაციისთვის, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება დროებით გადაიდო. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „შესაძლებელია საკანონმდებლო ორგანოდან ვინმემ მთავრობის შემადგენლობაში გადაინაცვლოს“ - ირაკლი ქადაგიშვილი

✔️ „ირაკლი ღარიბაშვილს მელიას დაკავების მცდელობა ექნება, მაგრამ ეს მის სასარგებლოდ არ დასრულდება“ - უდუმაშვილი