მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: 20 000 გარდაცვლილს არ მივიღებთ

ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის მოსაზრებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოში შესაძლოა, გარდაცვლილთა რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდოს. 

ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ 20 ათასს გარდაცვლილს ქვეყანა არ მიიღებს.

„20 ათასს გარდაცვლილ არ მივიღებთ, ეს რიცხვი არცერთ დათვალაში არასდროს არ მიგვიღია. მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ყველა პროფესიონალთან, ეპიდემიოლოგთან და ექსპერტთან. დღეს ჩანიშნულია დამატებითი შეხვედრა ექსპერტებთან ერთად და შესაბამისად ჩვენ მათთან ერთად გადავწყვიტავთ იმ შემდეგ ღონისძიებებს, რომელიც საჭირო იქნება.

კითხვაზე რა დღიურ რაოდენობაზე შეიძლება კოლაფსი იყოს? - ტიკარაძე აცხადებს, რომ ეს ძალიან რთული სათქმელია.

„ვინაიდან ჩვენთვის მხოლოდ რაოდენობრივ ჭრილს არ აქვს მნიშვნელობა, პაციენტების სიმძიმესა და ხარისხობრივ ჭრილსა აქვს მნიშვნელობა“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ქვეყანაში 26 თებვერვლიდან 16 ნოემბრის ჩათვლის სულ გარდაცვლილია 733 ადამიანია გარდაცვლილი.

🔴 112-ზე დარეკვა აღარ მოგიწევთ - ამუშავდა პორტალი, რომლითაც ოჯახის ექიმის დაუკავშირდებით

🔴 რა შემთხვევაში გადის სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია