მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

112-ზე დარეკვა აღარ მოგიწევთ - ამუშავდა პორტალი, რომლითაც ოჯახის ექიმის დაუკავშირდებით

ექიმი VS პორტალი

მოქალაქეებს 112-ზე დარეკვა აღარ მოუწევთ. ამუშავდა პორტალი, რომლის დახმარებითაც ოჯახის ექიმის დაუკავშირდებით.

დღეიდან, 16 ნოემბრიდან მოქალაქეები 112-ზე დარკვის გარეშე შეძლებენ, მხოლოდ პირადი ნომრის საშუალებით გაიგონ რომელ საავადმყოფოს მიმართონ, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი და როგორ დაეკონტაქტონ მას საჭიროების შემთხვევაში.

ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ ბმულზე და მხოლოდ პაციენტის პირადი ნომერი შეიყვანოთ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, აღნიშნული პორტალი 112-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზების შესამსუბუქებლად შეიქმნა.

„თუ მოქალაქე სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, ან იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რეგისტრირებულია.

თუ მოქალაქე სარგებლობს კერძო დაზღვევით უნდა დაუკავშირდეს სადაზღვეო კომპანიის ოჯახის ექიმს.

თუ მოქალაქე არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი და არც კერძო დაზღვევით სარგებლობს, ან არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დარეგისტრირებული, უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505 საინფორმაციო პორტალის ამოქმედების მიზანი, 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ვგეგ­მავთ, ჩვე­ნი ბა­ზე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და­ვა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­როთ თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე, თუ რო­მე­ლი ოჯა­ხის ექი­მის პატ­რო­ნა­ჟის ქვეშ იმო­ფე­ბო­და დღემ­დე და სა­ხელ­მწი­ფო უნა­ზღა­უ­რებ­და ამ ექიმს ამ ადა­მი­ა­ნის­თვის გა­სა­წევ მომ­სა­ხუ­რე­ბას.

თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს ჩვენ გა­ვაც­ნობთ მათ ოჯა­ხის ექი­მს და გა­ვუ­ზი­ა­რებთ შე­სა­ბა­მი­სად მათ სა­კონ­ტაქ­ტო ნომ­რებს. უმოკ­ლეს ვა­დებ­ში მათ­თან შე­თან­ხმე­ბით, ჩვენ ამას გა­ვა­სა­ჯა­რო­ვებთ, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­იტ­ზეც და­ი­დე­ბა და ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს შე­ეძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ნომ­რით და­ა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­როს, თუ ვინ არის მისი ოჯა­ხის ექი­მი“, - ამის შესახებ განცხადება ეკატერინე ტიკარაძემ 26 ოქტომბერს გააკეთა, დღეის მდგომარეობით კი პორტალი უკვე მზად არის.

📌 ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 82 835 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 65 291 პაციენტი განიკურნა, 733 კი გარდაიცვალა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 რა შემთხვევაში გადის სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე?

👉 რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანმა ყნოსვა დაკარგოს?