მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უნდა დათმოს მან, ვინც არასწორად იქცევა, ამ შემთხვევაში, ოპოზიციამ“ - რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი ექსპერტი რამაზ საყვარელიძე

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში რამაზ საყვარელიძე საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიციამ გუშინდელი დიალოგის შემდეგ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რაც მდგომარეობას გაართულებს.

„ოპოზიციამ გადადგა ნაბიჯები, რაც მდგომარეობას გაართულებს, ვგულისხმობ პარლამენტთან აქციას, შესაბამისად მათ არ უნდათ, რომ გადადგან მოლაპარაკებისკენ ნაბიჯები,“ - აღნიშნავს იგი.

საყვარელიძის თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ქართული მხარის დიალოგის შედეგად, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს ისევე, როგორც ელისაშვილი მოიქცა.

„ოპოზიციის ნაწილი მაინც დარჩება ქუჩაში, მაგრამ, ვფიქრობ, ოპოზიცია უნდა დაიძრას პარლამენტისკენ, ისე, როგორც ელისაშვილი მოიქცა.“ - აცხადებს იგი.

ჩვენს შეკითხვაზე, თუ რომელმა მხარემ უნდა დათმოს პოზიცია, საყვარელიძე პასუხობს, რომ თმობს ის, ვინც არასწორად იქცევა:

„უნდა დათმოს მან, ვინც არასწორად იქცევა, ამ შემთხვევაში, ოპოზიციამ,“ - აღნიშნა მან.

ინფორმაციისთვის, დღეს ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავს. ისინი უკვე შეიკრიბნენ პარლამენტთან, სადაც ასევე, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ოპოზიციის წარმომადგენლები ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

ოპოზიციის აქციები 2 მარტიდან - 13 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.

2 მარტს - პარლამენტის შენობის პიკეტირება

5 მარტს - კანცელარიის შენობის პიკეტირება

9 მარტს - აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

11 მარტს - აქცია სასამართლოსთან

13 მარტს - მარში და აქცია თავისუფლებისთვის პარლამენტთან

„შევთავაზე მხარეებს ევროკავშირის მხარდაჭერა იმისათვის, რომ მოხდეს სხვადასხვა იდეების შეჯერება. 2 კვირაში ასოცირების შეთანხმებაზე ბრიუსელში გვექნება შეხვედრა“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

„დღევანდელი ოპოზიციის აქცია არის გუშინდელი დიალოგის სულისკვეთების საწინააღმდეგო“ - ელისაშვილი

პრემიერი: გუშინდელ შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ ვადამდელი არჩევნები არის წითელი ხაზი და მისი ჩატარება არ განიხილება

პრემიერი პარლამენტის პიკეტირების მცდელობაზე: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, უკანონო და დესტრუქციული ქმედებები

მამუკა მდინარაძე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულობის ჩარჩოს