მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვინც იძალადა, კანონის შესაბამისად უნდა იყოს მიცემული პასუხისგებაში“ - თალაკვაძე დმანისში დაპირისპირებაზე

დემოკრატიული რეფორმები ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლების და საზოგადოების საერთო მიღწევაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე დმანისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვინც იძალადა, პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული.

„ამ ინციდენტის შეფუთვა და მისი გატანა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება არის მიუღებელი. ეს არის დამაზიანებელი ჩვენი საზოგადოებისთვის და რა თქმა უნდა, ეს არის დამაზიანებელი საზოგადოებისთვის და ეს რა თქმა უნდა ოპონენტების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს იყო ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი.

საკანონმდებლო ორგანოს სრული მხარდაჭერა, რათა აღსრულდეს კანონი და ის ვინც დაარღვია კანონი, ვინც იძალადა, რა საკვირველია, კანონის შესაბამისად უნდა იყოს მიცემული პასუხისგებაში“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დმანისში ეთნიკურად აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირებაა, სადაც მეორე დღეა ადგილი აქვს ძალადობრივი ინციდენტებს.

დაპირისპირება ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ნისიას ეხებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „ყველა, ვინც კანონი დაარღვია, უმკაცრესად დაისჯება“

👉 დაპირისპირება დმანისში - უახლესი ამბები

👉 ჩვენ ვუყურებთ ეთნიკური შუღლის გაღვივებას