ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს ეხმაურება.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, პოზნერი ამერიკის მოქალაქეა.
მისი თქმით, საქართველოში ვლადიმირ პოზნერი, ნიკიტა მიხალკოვი, ქსენია სობჩაკი და სხვები მიხეილ სააკაშვილის მოწვევით ჩამოდიოდნენ:
„ჩეკისტების სკოლის კურსდამთავრებული იელენა ხოშტარია, რუსეთუმე მინდია გულუას ხელის ბიჭი მაქარაშვილი, სააკაშვილის კიევის ოფისის დეკორაციები და ნაცსექტის სხვა მჩხავანა მარიონეტები აპროტესტებენ ამერიკის მოქალაქე პოზნერის სტუმრობას საქართველოში.
ავიწყდებათ, რომ თავად სააკაშვილი იწვევდა პოზნერს, ნიკიტა მიხალკოვს, ქსენია სობჩაკსა და სხვებს საქართველოში და მათთან ერთად ქეიფობდა... როგორი მრავალსტანდარტიანი და მოკლე მეხსიერებისაა ნაცსექტა,“- ამბობს გია აბაშიძე.
ინფორმაციისთვის, რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი თბილისში 31 მარტს ჩამოფრინდა. როგორც მან განაცხადა, თბილისში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა და ეს ვიზიტი პოლიტიკას არ უკავშირდება.
აგრეთვე, დაგაინტერესებთ:
🔴 „ნაცებო, ახლა არ მოგწონთ ამერიკის მოქალაქე პოზნერი, ხომ?“ - ზურაბ ქადაგიძე