პოლიტიკა

„ზომიერება გვჭირდება და არა რადიკალიზმი“ - როგორი იქნება მრავალპარტიული პარლამენტი

საგაზაფხულო სესია დაიხურა
17:50 07.08
დაკოპირებულია

„ძალიან გვჭირდება ორპოლუსიანობის დაძლევა“,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ PIA.GE-სთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხზე განუცხადა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები განსხვავებული მოდელით ჩატარდება. ერთჯერადად დაიწია ბარიერმა, კერძოდ, იმისათვის, რომ პარტია პარლამენტში მოხვდეს, 1%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. ეს მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბების საფუძველს ქმნის.

მანამდე, ოპოზიცია ხელისუფლების დასამარცხებლად გაერთიანდა, იბრძოლა საარჩევნო მოდელის შესაცვლელად, ამასთან გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებს წარადგენდნენ, თუმცა უკანასკნელ ნაწილში ერთიანობა ვერ შეინარჩუნეს.

რა შანსები აქვს ოპოზიციას და მმართველ გუნდს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში?

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ოპოზიციის შანსი დაბალია, „ქართულ ოცნებას“ კი, გარანტირებული აქვს, რომ პირველ ადგილზე გავიდეს.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იყო ოპოზიციური პარტიების თემატური გაერთიანება, რომელიც დაკავშირებული იყო საარჩევნო კოდექსთან. რაც შეეხება „ძალა ერთობაშიას“ - აქ ერთიანობა ჩანდა, „ნაციონალური მოძრაობა“ და ამას დამატებული „ევროპული საქართველო“. ასევე იყო საუბარი, მაჟორიტარების საერთო კანდიდატებზე ჩამოყალიბებულიყვნენ, ხოლო პროპორციული სია დამოუკიდებლად წარედგინათ. ეს ჩაიშალა. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ სააკაშვილს ერთიანი ოპოზიციური ბლოკის ჩამოყალიბება უნდოდა - სიაც ერთი ჰქონოდათ და მაჟორიტარებიც, „ევროპული საქართველო“ თავიდანვე ამის წინააღმდეგი იყო. ერთიანობა არ იყო, მაგრამ, დიდი ალბათობა იყო, მაჟორიტარებთან დაკავშირებით კომპრომისზე წასულიყვნენ, მაგრამ ასე ვერ მოხდა. მაჟორიტარებზე შეთანხმება მარტო რეგიონებში კი არა, თბილისის ოლქებშიც ვერ ხდება ბოლომდე. ერთიანობა არ გამოვიდა, არც შეთანხმება, პარტიები იბრძოლებენ იმ ხმების ასაღებად, რა ელექტორატიც მათ მხარს დაუჭერს“,- აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგის შეფასებით, იმის გამო, რომ ერთიანობა არ გამოვიდა, ოპოზიციის შანსები შემცირდა.

„ოპოზიციის შანსები ისედაც ძალიან დაბალი იყო. ჯამური ოპოზიცია „ქართულ ოცნებაზე“ რომ მეტია, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ოპოზიციაში არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ითანამშრომლებენ. ამ არჩევნებში მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ გავა პირველ ადგილზე. „ქართულ ოცნებას“ ეს გარანტირებული აქვს - პირველ ადგილზე გავა პარტიებს შორის. თუ ისე არ მოხდა და კოალიციის გარეშე არ ჩამოაყალიბა მთავრობა, რაც ძალიან ცუდი იქნება. პოლიტიკური პროცესი აქეთ მიდის, ვერ გეტყვით რა იქნება, 3 თვე საქართველოსთვის ძალიან დიდი დროა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია ვერ შეთანხმდება“,- განაცხადა პოლიტოლოგმა.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ოპოზიციაშიც აცნობიერებენ, რომ ძალაუფლების ხელში აღება გაუჭირდებათ. პოლიტოლოგი ოპოზიციას შორის დაპირისპირებასაც პროგნოზირებს, ძირითადად „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის.

„იქნება საკმაოდ ხისტი დაპირისპირება, იმისათვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბრუნოს ის ელექტორატი, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ წაიღო და პირიქით, „ევროპულმა საქართველომ“ გამოაცალოს ელექტორატი „ნაციონალურ მოძრაობას“. თუმცა, ეს ღიად არ გამოჩნდება. მაჟორიტარობის კანდიდატებზე რომ ვერ თანხმდებიან, ესეც სწორედ ამის მანიშნებელია“,- აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ამასთან, პოლიტილოგის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, არ დაუშვას ახალი ძალის გამოჩენა ოპოზიციურ ფლანგზე.

ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ 7-8 პოლიტიკური ძალა 1%-იან ბარიერს გადალახავს და ეყოლება წარმომადგენლობა პარლამენტში. პარლამენტი იქნება მრავალფეროვანი.

„პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს „ლელოს“, „ევროპულ საქართველოს“, „პატრიოტთა ალიანსს“, გიორგი ვაშაძეს, ალეკო ელისაშვილსაც. ვერ გეტყვით, ანა დოლიძესთან რა იქნება, მან პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება დააგვიანა, თუმცა აქვს შანსი, მეორე ტურში გავიდეს. მრავალპარტიული პარლამენტი გვეყოლება, თუ 2024 წლის არჩევნებამდე მივალთ და რიგგარეშე არ ჩატარდება“,- აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

იქნება თუ არა მრავალპარტიული პარლამენტის საქმიანობის ძირითადი პრინციპი ხალხის ინტერესების უზენაესობა?

პოლიტოლოგის თქმით, მრავალპარტიული პარლამენტის პირობებში ორპოლუსიანობა აზრს დაკარგავს.

ვახტანგ ძაბირაძე აქვე ამბობს, როდესაც პარლამენტი მრავალპარტიულია და ხელისუფლებას მყარი უმრავლესობა არ ჰყავს, იქ ყოველთვის ჩნდება იმის შანსი, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს და „პარლამენტი არ გავდეს ორღობის ქალების დაპირისპირებას“, იყოს უფრო სიცოცხლისუნარიანი და ქვეყნის პრობლემებზე ორიენტირებული.

„მრავალფეროვნება ქვეყნისთვის ძალიან მომგებიანი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში შავ-თეთრის გარდა, იქნება კიდევ სხვა ფერები, შეიძლება მკვეთრი არა, მაგრამ მაინც. ძალიან გვჭირდება ჩვენ ორპოლუსიანობის დაძლევა. მთელი ამ 30 წლის განმავლობაში, 1992-1995 წლის პარლამენტს თუ არ ჩავთვლით, ყველა ფაქტობრივად ორპოლუსიანი იყო. ამან ქვეყანას მხოლოდ ზიანი მოუტანა და მეტი არაფერი. ყველა ხელისუფალი ოპოზიციას წარმოაჩენდა არა როგორც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, არამედ როგორც ქვეყნის მტრებს.

მრავალპარტიული პარლამენტის პირობებში ორპოლუსიანობა აზრს დაკარგავს, მსმენელი იქნება, თუ მაყურებელი, გაუჩნდება ინტერესი, რას ამბობს მესამე მხარე. ეს უკვე ისეთი ფაქტორია, რომელიც ამ ორს აიძულებს, რომ თემები უფრო მრავალფეროვანი გახადონ. ამ რეჟიმიდან გამოვალთ - რას აკეთებდი 9 წელი, შენ რა გააკეთე 8 წლის განმავლობაში.

დავუშვათ „ლელოს“ წარმომადგენელი რომ გამოვა ტრიბუნასთან, დაიწყებს ხელისუფლების კრიტიკას, თუნდაც ალეკო ელისაშვილი, იმას ვერ ეტყვი, შენ რომ 9 წლის განმავლობაში იმას აკეთებდი? გარდა ამისა, ამ ნაწილს ექნება გარკვეულწილად მორალური უპირატესობა როგორც ერთთან, ისე მეორესთან. შეუძლია ორივე „დატუქსოს“ და უთხრას, შენ რომ ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობ, გირგვლიანი გახსოვს? ან „ქართულ ოცნებას“ უთხრას, რა მოხდა 20 ივნისს? ასეთი ძალა რომ გაჩნდება, ორივე შედარებით იქნება ზომიერი. ახლა გვჭირდება ზომიერება და არა რადიკალიზმი. იქნებ რაღაცნაირად მივიდეთ აქამდე. ოპოზიცია როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს, არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით თქვა, რომ ყველა მტერია. ცხადია, ცოდვები ყველას აქვს, მაგრამ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველა ცოდვა მომაკვდინებელია“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით 31 ოქტომბერს გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.

ერთჯერადად რჩება ბლოკის ინსტიტუტი. ბლოკებისთვის არის დიფერენცირებული საარჩევნო ბარიერი, კერძოდ რამდენი პარტიაც იქნება წარმოდგენილი ბლოკში, იმდენი პროცენტი უნდა გადალახოს საარჩევნო სუბიექტმა.

ყოველდღიური ვალუტის კურსი, 10 ივლისი 2020 წ.

ლარის ახალი გაცვლითი კურსი ცნობილია

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარი გახდა....
მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები წინა დღეებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. ბოლო მონაც...
23:47 21.09
ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მისი საქმიდან ჩამოშორება უნდათ. მიხე...
23:24 21.09
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინ...
22:13 21.09
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთ...
21:51 21.09
კამერუნელი ჯარისკაცები დააკავეს კამერუნელი ჯარისკაცები ქალებისა და ბავშვების...
კამერუნის 4 ჯარისკაცს 2015 წელს ორი ქალისა და ორი ბავშვის მკვლელობაში მონაწილეობისთვის 10 წლიანი პატ...
21:44 21.09
გიორგი კახიანი: ჩვენი მხარდაჭერა არის 60...
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი განწყობაა საზოგადოებაში პო...
ზღვისუბნის XI მიკრორაიონში 6 700 კვ.მ ფა...
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის XI მ.რ. I კვ. N3 კორპუსთან 6 700 კვ.მ ფართობზე ს...
17:57 21.09
პაატა კვიჟინაძე: ბოლო 6-7 თვის განმავლობ...
„ჩვენ ვიმყოფებით ქალაქში, რომელიც ყველას გვიყვარს. ჭიათურა ყოველთვის იყო სიყვარუ...