მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ძალადობა ის იყო, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში - შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი Pia.ge

„ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი 18 ივლისს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, რომლის თანახმად ოპოზიციის წარმომადგენლებმა შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს, რასაც საკანონმდებლო ორგანოში ხმაური მოჰყვა.

„დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? ძალადობა ის იყო, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში. ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე, ძალადობა პარლამენტზე. ისტერიამდე მისული დესტრუქცია, ტრიბუნის დაბლოკვა, მაგიდაზე ფეხით შემდგარი, სპიკერატისკენ გაქანებული და მანდატურთან მოჭიდავე დეპუტატები. სირცხვილი, რომელსაც ვერ გრძნობენ. თინასთან ვწუხვარ“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ იმყოფებოდა, თუმცა სხდომა ჩაიშალა.

ვახგანგ გომელაურს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და ჟურნალისტებმა საპროტესტო პლაკატების გაშლით გამოსვლა შეაწყვეტინეს, რის შემდეგადაც სხდომაზე შესვენება იყო გამოცხადებული.

ენმ თინა ბოკუჩავას მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების გამო ეთიკის საბჭოს მიმართავს.