მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ძალიან გაბანძებულები შემოვლენ, თუ ნაკლებ გაბანძებულები, ამაზე მსჯელობენ ახლა - ელისაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“

ალეკო ელისაშვილი

პარლამენტის წევრი, პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილების განხილვას პარლამენტში შესვლა - არ შესვლის თაობაზე გამოეხმაურა.

ის აღნიშნავს, რომ მათ პარლამენტში ელოდება იმ კრიტიკის შემდეგ, რაც მისი პარტიის მიმართ იყო.

„ნაციონალური მოძრაობა თუ შემოსვლას აპირებს, ეს დიდი ხანია ცნობილია, უბრალოდ ძალიან გაბანძებულები შემოვლენ თუ ნაკლებ გაბანძებულები, ამაზე მსჯელობენ ახლა. გააკეთონ ისე, რომ ძალიან გაბანძებულები არ შემოვიდნენ.

მე, რა თქმა უნდა, მათ აქ ველოდები. ჩემი ფეხით გამოთრევას ხომ აპირებდნენ პარლამენტიდან და ახლა ვნახავ, ჩემი ფეხის გასათრევად შემოდიან, თუ იმისათვის, რომ დასკუპდნენ იქ სავარძლებში. რა ნამუსით შემოდიან საერთოდ მთელი იმ სიბინძურის შემდეგ, რაც იყო წარმოებული ჩემი და ლევანის წინააღმდეგ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ტვინი ამიდუღდა რომ გამეგო, რა სხვაობაა ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ ამნისტიის პროექტს შორის“ - ალეკო ელისაშვილი

✅„ეს არის ამბიციური და საშვილიშვილოდ ჩაწიკწიკებული საარჩევნო რეფორმა“- ალეკო ელისაშვილი

✅„თამარ ჟვანია კი არა, გებელსი რომ დანიშნო აწი, ამ რეფორმის შედეგად ვერავინ შეძლებს არჩევნების გაყალბებას“ - ალეკო ელისაშვილი