მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირის წარმომადგენლების ოფისში პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია და სხვა წევრები იმყოფებოდნენ.

„ქართული ოცნება“ ძალიან სამართლიანად და დამსახურებულად შევბოჭეთ ამ გადაწყვეტილებით. შევბოჭეთ, რომ მათ არ ჰქონდეთ გასაქანი გავიდნენ დასავლური სივრციდან, მანამ სანამ ისინი წარმოადგენენ ოფიციალურ პირებს და წარმოადგენენ სახელმწიფოს.

ჩვენ არ უნდა მივცეთ დასავლელ პარტნიორებს, სტრატეგიულ მეგობრებს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ქვეყანას და ქართველ ხალხს იმის გამო, რომ არასაიმედო ხელისუფლება გვყავს, ზურგი აქციონ.

ამისთვის ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, რომელიც ცნობილი იყო გარკვეულ დებულებებთან მიმართებაში, რაც გაწერილი იყო 19 აპრილის შეთანხმებაში. მაგრამ ეს ყველაფერი დღეს არის მეასე და ალბათ მეორასე ხარისხოვანიც კი.

არის მომენტი, როცა შენ თავზე მაღლა უნდა დადგე, შენი სამართლიანი პოზიციაც კი გვერდზე უნდა გადადო და სწორი, სახელმწიფოებრივი პოზიცია მიიღო“, - აცხადებს ნიკა მელია.

ცნობისთვის, შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტს ოპოზიციის ნაწილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ხელი 19 აპრილს მოაწერეს. დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება ნიკა მელიამ გუშინ, 1-ელ სექტემბერს მიიღო.

28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ კი შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „სიურპრიზი იყო მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს 75 მლნ ევროს დახმარება არ სჭირდება“

👉 „მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას“