მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას“ - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მიესალმება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას.

მისი თქმით, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა საქართველოს პოლიტიკურად და ეკონომიკურად გააძლიერებს.

„მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დოკუმენტზე ხელის მოწერას. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მოვუწოდებდით მათ ამ ნაბიჯის გადადგმისაკენ. ეს ხელმოწერა კარგი ნიშანია, რომ შეთანხმება შედგეს პოლიტიკურ სივრცეში, აუცილებელია რეფორმების გატარებისათვის, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

ცხადია, ქართული და ევროპული მხარეები ეცდებიან ამ პროცესს დაეხმარონ, მაგრამ ეს თავად ქართველ პოლიტიკოსებს შორის უნდა გადაწყდეს. ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკურად და პოლიტიკურად გააძლიერებს, დადებითად აისახება საარჩევნო გარემოზეც.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ის რომ ეს შეთანხმება შედგა ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს შორის. კარგია, რომ ამდენმა მხარემ ხელი მოაწერა შეთანხმებას რეფორმების განხორციელებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა საქართველოს სამომავლო გზის გაძლიერებისთვის. რეფორმები ეხება თითოეული ქართველის ცხოვრებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის მედიატორობით შედგენილ შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს

✅„შარლ მიშელის შეთანხმების მხარეებს ადრე უნდა ეფიქრათ იმაზე, რა იყო მისაღები ან მიუღებელი საზოგადოებისთვის“ - პრეზიდენტი

✅„შარლ მიშელის და დანიელსონის ვიზიტები, თქვენი მონური მორჩილება არ იყო? “ - ირმა ინაშვილი