მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროკავშირის წევრობა ქართველთა 80 %-ზე მეტის მტკიცე სურვილია“ - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში 5-6 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს და პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიერ ევროკავშირის დროშის ხელახლა აღმართვას „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„ევროკავშირთან ინტეგრაცია და წევრობა ქართველთა 80 %-ზე მეტის მტკიცე სურვილია. მადლობა თავმჯდომარე კახა კუჭავას ამ ნების სიმბოლოს აღდგენისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია სრულად არის დაცული და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ყველასთვის“, - წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის დროშა პარლამენტთან 6 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს და დაწვეს. დღეს 7 ივლისს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ აღმართა.