მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გადადგება თუ არა ღარიბაშვილი, მისი გადასაწყვეტია“ - გახარია

პარტია საქართველოსთვის ლიდერი

„გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, მისი გადასაწყვეტია. ეს ყველა ადამიანი, მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირის მორალური პასუხისმგებლობაა თავის მხარდამჭერებთან, მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე. მე მისი მორალური მრჩეველი ვერ ვიქნები“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, 5 ივლისს თბილისში მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

„ძალადობა მიუღებელია, აქ არავითარი „მაგრამ“ არ არსებობს. რაც ჩემთვის არის უდიდესი იმედგაცრუება, დღეს უბრალოდ ვხედავ გარემოს, სადაც „ოცნების“ დღევანდელი ბოსები და „ნაციონალური მოძრაობა“ შეხმატკბილებულად ასაზრდოებენ ერთმანეთს.

ისინი უკიდურესი ძალადობისკენ მოუწოდებენ თავიანთ მომხრეებს. ზოგიერთისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ პარტიამ „საქართველოსთვის“ უნდა დაამარცხოს „ნაციონალური მოძრაობა“. დიახ, ძალადობის ის ესთეტიკა, რომელზე უარი არ იყო ნათქვამი, რა თქმა უნდა, უნდა დავამარცხოთ, ხოლო „ოცნების“ შემთხვევაში უნდა დავამარცხოთ არაკომპეტენტურობა და უსუსურობა, რომელიც ახასიათებს დღეს ამ პარტიის ხელმძღვანელებს, ასაზრდოებს ძალადობას“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, პარტიამ „საქართველოსთვის“ ქობულეთში რეგიონული ოფისი გახსნა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოძალადეები“ - პრემიერი ჟურნალისტებს

👉 „ძირითადი 3 მოთამაშე იქნება: კალაძე, მელია - ალბათ გახარია დააყენებს თავის კანდიდატს“ - გია ხუხაშვილი

👉„თუ რამის თავი გაქვთ, ღარიბაშვილი და გომელაური თქვენ უნდა გადააყენოთ“ - თეა წულუკიანი ჟურნალისტებს