მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გახარია მისი პროექტი ნამდვილად არ არის“ - გია ხუხაშვილი ივანიშვილზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი  Pia.ge

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ გახარია მისი პროექტი არაა.

„გახარია მისი პროექტი ნამდვილად არ არის, გვერდითა პარტიების შექმნა და მანიპულაციების წარმოება, ეს მისი სტილი არასდროს არ იყო.

ის, რომ გახარია მისი პროექტი არაა, უკვე გამოჩნდა. დანარჩენი არის ყალბი პათეტიკა, ადამიანისგან, რომელმაც ყველაფერი გააკეთა კოლექტიური მურუსიძე მართლმსაჯულებაში ჩაებეტონებინა, კანონის უზენაესობაზე აპელირება ძალიან სევდის მომგვრელი და ძალიან ყალბია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს 7 ივნისს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, გიორგი გახარიასთან და გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით, რომ თითქოს გახარიას პარტია მისი „პროექტია“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „გახარიას ქმედება იყო სახელმწიფოს ღალატი“

👉 „ფსევდოპარტიების შექმნა ჩემი ხელწერა არასდროს ყოფილა, გამორიცხულია ასეთი რამ საზოგადოებას ვაკადრო“ - ივანიშვილი