მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია: ჩემზე მნიშვნელოვანი არ იყო გომელაური, მაგრამ მისი გადაყენებით შიდა დაპირისპირება დაიწყებოდა ქვეყანაში

გიორგი გახარია ვახტანგ გომელაური

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ნიკა მელიას დაჭერის დროს ვახტანგ გომელაურის შესაძლო გადაყენებაზე ისაუბრა.

„როცა ვნახე, რომ კაბინეტის წევრებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილების პროცესში იყვნენ ჩართულები, ჰქონდათ სხვა პოზიცია და მე მქონდა სხვა პოზიცია, რა თქმა უნდა, ჩემი გადადგომა იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან შემდგომში ხომ უნდა გამეგრძელებინა მუშაობა?!

უარესს საფრთხეს შევუქმნიდი ქვეყანას გომელაურის მაშინ გათავისუფლებით. ჩემზე მნიშვნელოვანი არ იყო გომელაური, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით ისეთი შიდა დაპირისპირება დაიწყებოდა ქვეყანაში, რომლიდან გამოსვლაც იქნებოდა ბევრად უფრო რთული.

ამიტომ, მივიღე ქვეყნისთვის და „ოცნებისთვის“ ნაკლებად დამაზიანებელი გადაწყვეტილება და ვთქვი, რომ იმედია, ეს ტემპერატურა დაცხრება, პოლარიზაცია დაიკლებს და ამ სისულელეს, რაც მერე მაინც გააკეთეს, არ გააკეთებენ-მეთქი. რა მოვიგე იცით, დრო მოვიგე და ეს ყველაფერი განხორციელდა ბევრად უფრო ნაკლები რისკებით და რბილად. იმუნიტეტის მოხსნა იყო პოლიტიკური აქტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ის, რომ მელიას დაკავების გამო გადავდექი, სიცრუეა“ - გახარია

✅ „ეს ადამიანები არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქმედების მსხვერპლი“- გიორგი გახარია 20 ივნისს დაზარალებულებზე