მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია: პოლიტიკური ველი უნდა გაიხსნას ახალი თაობის ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის

გიორგი გახარია

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ ცხოვრებაში თუ არ დაიწყო პოლიტიკური ელიტების ცვლილება, გაგვიჭირდება ქვეყნის რეფორმირება და ქვეყნის წინსვლა,“ - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„შეამჩნევდით, რომ ყველაზე პერსპექტიული, ნიჭიერი ახალგაზრდები რატომღაც ამჯობინებდნენ კერძო სექტორში, ბიზნესის სფეროში ან სამოქალაქო სექტორში მოღვაწეობას. რატომ? მე მათთან ამაზე ბევრი საუბარი მქონდა - უაღრესად დისკრედიტირებულია პოლიტიკური პარტიების სისტემა. და ასე მოდის აი, იმ ძველი 90-იანებიდან.

შეიძლება ვცდები, ჩემი სუბიექტური აზრია - მაგრამ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკური ველი ახალი თაობის პოლიტიკოსებისათვის უნდა გაიხსნას.

სწორედ ამას ნიშნავს ჩემთვის პროპორციული საარჩევნო სისტემა და საპარლამენტო დემოკრატია. ეს არის ის შესაძლებლობა, როდესაც ნიჭიერ, კარგი განათლებით ახალგაზრდებს აღარ უნდა შეეშინდეთ პოლიტიკურ ველზე რაღაც ინიციატივების დაწყება.

იმიტომ, რომ ისინი დღეს ამჯობინებენ სხვა უფრო რეპუტაციულად დაცულ სფეროებში მოღვაწეობას. ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ მეტი პოლიტიკური კულტურა უნდა შემოვიტანოთ პოლიტიკური პარტიების ველზე და ამაში ჩვენი ახალ დაფუძნებული პარტიაც გარკვეულ წვლილს შეიტანს,“ - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ეს ადამიანები არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქმედების მსხვერპლი“- გიორგი გახარია 20 ივნისს დაზარალებულებზე

✅„ის, რომ მელიას დაკავების გამო გადავდექი, სიცრუეა“ - გახარია

✅„ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ“ - გიორგი გახარიამ პარტია დააფუძნა