მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯეიმს აპატურაი „ქართული ოცნების“ მიერ შეთანხმების ანულირებას „უკიდურესად სამწუხაროდ“ მიიჩნევს

აპატურაი საქართველოს 9 აპრილს ულოცავს

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ძალიან სამწუხაროა.

„ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა იმ რეფორმებისთვის, რომელიც საქართველოს სარგებელს მოუტანს და დაეხმარება ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლაში. სწორედ ამიტომ შეიტანა საქართველომ შეთანხმების განხორციელება ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში, რაც დაეხმარება საქართველოს მოემზადოს ნატოში გასაწევრიანებლად.

ყველა პარტიამ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დაუჭიროს მხარი რეფორმების იმპლემენტაციას, რაც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მიზნების მისაღწევად,“ - წერს ჯეიმს აპატურაი.

ინფორმაციისთვის, „ქართულმა ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. აღნიშნულის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

📣„შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა პოლიტიკური კრიზისის დაბრუნების საფრთხეს ქმნის“ - ნედ პრაისი

📣„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, მიანიშნებს იმაზე, რომ მათ მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა მთელი ქვეყნის - ჯიმ რიში

📣„ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ აუქმებს 19 აპრილის ხელშეკრულებას“ - ევროპარლამენტარი საქართველოში ჩამოდის