მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კალაძე შეჯიბრის დაწყების წინ ფავორიტია“ - იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ კალაძე შეჯიბრის დაწყების წინ ფავორიტია.

„ვიდრე ოპოზიცია სხვა რამეზე არ ფიქრობს, კალაძე ფავორიტად დარჩება. „ქართული ოცნებისთვის“ 43 %-ის აღება მარტივი არ იქნება, მიუხედავად იმისა, კალაძე იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი.

მთავარია არა კონკრეტული ადამიანი, ვინც კალაძეს დაუპირისპირდება, არამედ იდეა, რითაც ოპოზიციიდან მისი მოწინააღმდეგე იქნება. არ მგონია, რომ ძლიერება საერთო ოპოზიციურ კანდიდატში იყოს, პირიქითაა“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი კახა კალაძე დაასახელა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „კახა კალაძე როგორც შოუმენი ნიჭიერია, როგორც მერი - ნულის ფასი“

👉 კახა კალაძე არის ამ ქალაქის, ჩვენი ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო მერი