მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კეთილი ინებე და იმუშავე, რისთვისაც ხალხმა მანდატი მოგცა“- ალეკო ელისაშვილი

პარლამენტის წევრი 2021

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, რომ პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტში ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

მისი თქმით, თუ პოლიტიკოსი ნაკისრ მოვალეობას არ ასრულებს ხელფასზეც უარი უნდა თქვას.

„ამ ცვლილებებს მხარს დავუჭერ, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემთვის პოლიტიკა არის ხალხის სამსახური. როცა ხალხი გირჩევს, მანდატს გაძლევს და პარლამენტში არ შედიხარ, მაგრამ სახელმწიფო დაფინანსებას იღებ, ასე არ უნდა ხდებოდეს.

ეს წესი 2022 წლიდან გავრცელდება, რომ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად არ ჩაითვალოს, მაგრამ ახლა გავრცელების მომხრეც ვარ. ანუ, რას ნიშნავს, აგირჩიეს, პარლამენტში არ დადიხარ და გეზარება, მაგრამ ფულს იღებ. მაშინ, იმ ფულზე და ხელფასზეც თქვი უარი. ეს იქნება სწორი.

ეს არის უპასუხისმგებლობასთან ბრძოლა და არა პარტიების დასჯა. კეთილი ინებე და იმუშავე, რისთვისაც ხალხმა მანდატი მოგცა. არხეინი ცხოვრება, ხელფასის მიღება სწორი არ არის“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅ალეკო ელისაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 კითხვით მიმართავს

✅„ნიკა მელიას გამო ჩავწერეთ ამნისტია შეთანხმებაში და ახლა ხელს რომ არ აწერთ, უხერხული არ არის?“ - ელისაშვილი ენმ-ს