მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიშელის დოკუმენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელმოწერაზე უარის მიზეზი მე ვარ“ - ნიკა მელია

ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარი მის გამო განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, პრინციპული საკითხი არის შეთანხმებაში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ ჩადებული პუნქტი. მისი თქმით, არ აღიარებს დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენია.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი რომც მოეწერა მიშელის დოკუმენტზე, სხვა რამეს მოიფიქრებდა „ქართული ოცნება“ მის გასაუქმებლად. ძალიან კარგადაც მოვიქეცით თავის დროზე, რომ არ დავსვით ეს ხელმოწერა, რადგან დოკუმენტში ძალიან დელიკატური საკითხი იყო ჩადებული. ხელმომწერებმაც კი არ მიიღეს ამნისტიის კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა.

ენით აღუწერელ სიგიჟეს აკეთებენ. ჩემგან, ფაქტობრივად, ითხოვენ საპროცესო გარიგებაზე თანხმობას, რომ გავრცელდება ჩემზე ამნისტია, თუ მე დანაშაულს ვაღიარებ. ასეთ მორალურ დათმობაზე ოლიგარქიულ რეჟიმთან მე არც წავიდოდი და არც წავალ“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

როგორც მან განმარტა, „ნაციონალური მოძრაობისგან“ დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარის მიზეზი სწორედ მისგან ამნისტიის შესახებ კანონპროექტის საკითხზე პროტესტი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ოქტომბერში „ლელოს“ მსგავსად 3%-იც რომ აიღოს რიგგარეშე არჩევნები მაინც არ დაინიშნება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „თუ „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს და რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავს, „ლელო“ პარლამენტს დატოვებს“ - ხაზარაძე

👉 „3% რომ ავიღოთ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მაინც არ დაინიშნება“ - ირაკლი კობახიძე

👉 „გაოგნებული და იმედგაცრუებულები ვართ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით“ - ევროპარლამენტარები