მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოსახლეობის გადასაწყვეტია, თუ ხელისუფლების სათავეში ვინ უნდა იყოს“- კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მწუხარებას გამოთქვამს „TV პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო და აცხადებს, რომ ეს შოკის მომგვრელი ტრაგედიაა.

როგორც კელი დეგნანი აღნიშნავს, ძალადობა ნებისმიერი ფორმით მიუღებელია და მოქალაქეების დასაცავად არსებობს ვალდებულება ეს ძალადობა აღიკვეთოს.

„მინდა აღვნიშნო, რამდენად დამწუხრებულები ვართ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს ნამდვილი ტრაგედია იყო და შოკის მომგვრელი ყველასთვის. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და მის მეგობრებს, კოლეგებს და თქვენ ჟურნალისტებს, ვინც მუშაობდით მასთან ერთად.

ეს იყო შოკის მომგვრელი. ძალადობა ნებისმიერი ფორმით, არის მიუღებელი. ეს უბრალოდ მიუღებელია, მაგრამ კონკრეტულად, როდესაც ის მიზნად ისახავს ადამიანებისთვის ხელის შეშლას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობისას, იქნება ეს პრესის თავისუფლება, მედიის თავისუფლება, შეკრებისა და „ღირსები მარშის“ გამართვის თავისუფლება ქუჩაში, იქნება ეს უმცირესობისა თუ უმრავლესობის მხრიდან, არსებობს ვალდებულება მოქალაქეების დასაცავად და არსებობს ვალდებულება აღიკვეთოს ძალადობა - ეს არის ფუნდამენტური.

საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, თუ ვინ უნდა იდგეს ხელისუფლების სათავეში, ჩვენ გვსურს დავინახოთ დემოკრატიული პროცესი და არა ძალადობა ქუჩებში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„საქართველო სერიოზულ გზაჯვარედინზეა, რომელიც განსაზღვრავს მის განვითარებასა ან მარცხს უახლოესი ათწლეულების განმავლობაში“- ევროპარლამენტარები

✅„ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც“ - აპატურაი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე

✅პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირებაა (ვიდეო)