მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველო სერიოზულ გზაჯვარედინზეა, რომელიც განსაზღვრავს მის განვითარებასა ან მარცხს უახლოესი ათწლეულების განმავლობაში“- ევროპარლამენტარები

ანდრიუს კუბილიუსი

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე „TV პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურნენ და დამოუკიდებლად გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ.

მათი თქმით, საქართველო ძალიან სერიოზულ გზაჯვარედინზეა, რომელიც განსაზღვრავს მის განვითარებასა და წარმატებას, ან მარცხს უახლოესი ათწლეულების განმავლობაში.

„ქართველმა უმრავლესობამ მტკიცედ და უკვე დიდი ხნის წინ აირჩია ევროპული განვითარება და ევროპული ღირებულებები. თუმცა, არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ, ხელი შეუშალონ საქართველოს პროგრესს ამ გზაზე და შეცვალონ ის.

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როდესაც 53 ჟურნალისტი მიზანში იყო ამოღებული და სცემეს აქციაზე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ღირსების მარშს, ერთ-ერთი ასეთი მცდელობაა.

ჩვენ მწუხარებით შევიტყვეთ მედიის ერთ-ერთი დაშავებული თანამშრომლის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ. ბატონი ლექსოს გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე სრულად და დამოუკიდებლად უნდა იყოს გამოძიებული.

ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოების ყველა წევრს, გამოიჩინონ სიმშვიდე და თავშეკავება, არ წამოეგონ პროვოკაციებს. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით მმართველმა გუნდმა, უნდა იმუშაოს ევროპული ღირებულებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად.

მედიის და გამოხატვის თავისუფლება არის ევროპული ფასეულობები და ის დაცული და გარანტირებული უნდა იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან გვიან ღამით გადაასვენეს. სწორედ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უნდა გახდეს დაზუსტებით ცნობილი, თუ რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

იხილეთ აგრეთვე:

✅შსს მზად არის საექსპერტო ნიმუშები შესწავლილი იქნეს საზღვარგარეთ შესაბამის ლაბორატორიებში - განცხადება

✅ლექსო ლაშქარავას ცხედარი სახლში გადაასვენეს

✅„უსამძიმრებს უწმინდესი და მისი ლოცვა-კურთხევა გადმოვეცი, ოჯახის წევრებს სამძიმარი ვუთხარი“- არქიმანდრიტმა იოანემ ლექსო ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრა