მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოვუწოდებ ყველა მხარეს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ“ - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

„მოვუწოდებ ყველა მხარეს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ,“- აღნიშნულის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს.

ამასთან, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებაც წერს.

„გუშინ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შევხვდი. პრეზიდენტთან შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ვისაუბრეთ. 19 აპრილის შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმების განსახორციელებლად. მოვუწოდებ ყველა მხარეს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ“, - აცხადებს შარლ მიშელი.

ინფორმაციისთვის, მმართველმა გუნდმა 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

🔴 „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს

🔴 „თუ ოპოზიცია სილის გაწნის შემდეგ გაქცევას აპირებს, ჩვენ არ ვართ ეგ ხალხი“ - იაგო ხვიჩია

🔴 „სახელმწიფო დააყაჩაღეს, ყოველ ქართველს შეურაცხყოფა მიაყენეს“ - პაატა ზაქარეიშვილი