მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სახელმწიფო დააყაჩაღეს, ყოველ ქართველს შეურაცხყოფა მიაყენეს“ - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგი

ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი ამ ყველაფრით ბედნიერია.

„რუსეთი ბედნიერია, ორი აზრი არ არსებობს. ჩვენი ყველა ცოდვის, უგვანობის, უსინდისობის და უნამუსობის რუსეთზე დაბრალება პასუხისმგებლობისგან არ გვათავისუფლებს. პირველ რიგში, ჩვენს თავზე უნდა ვისაუბროთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მივეჩვიეთ, რომ თუ კარგი ხარ, ქართველი ხარ, თუ ცუდი, რუსი ხარ.

ძალიან იოლია შავ-თეთრზე მუშაობა, ანგელოზები ვართ კარგები და თუ ვიღაც ბინძური შემოგვეპარა, ეს რუსეთის ფულითაა გაკეთებული. ეს ძალიან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. კეთილი ვინებოთ და ჩვენს ცოდვებს, უნამუსობას და უსინდისობას თვითონვე მივხედოთ.

ყველაფრის სხვაზე გადაბრალება კიდევ უარესი ქართველობაა. რა თქმა უნდა, რუსეთი ვიღაცას ფულს უხდის, მაგრამ, რაც არ უნდა ფული გადამიხადოს რუსეთმა, ევროპის დროშას არ ჩამოვხევ და არ დავწვავ. ქართველები აკეთებენ ამას, რაც არ უნდა რუსები აფინანსებდნენ. დავანებოთ თავი სხვა ქვეყნებზე სპეკულაციებს და მივხედოთ ჩვენს უგვან, სამარცხვინო ვითარებას, რაც გვაქვს.

ჩვენს ხელშია ამ სახელმწიფოს ბედი, ამომრჩეველს ვგულისხმობ. სულ მალე არჩევნები მოვა, ყველამ გაიხსენეთ ის სცენა, რაც გუშინ იყო, ყველას რცხვენოდა იქ დგომა, ყველას თავი ჩაქინდრული ჰქონდა, გარდა 3-4 ადამიანისა.

„ნაციონალური მოძრაობა“ აბსოლუტურად სამარცხვინოდ მოიქცა, როცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და „ ოცნებას“ მხოლოდ საბაბი მისცა, მაგრამ ხელი რომ მოეწერა, ისინი ამას მაინც გააკეთებდნენ, სხვა რამეს მოიფიქრებდნენ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას აქვს შანსი, მისი „ვარსკვლავი აანთოს“.

„დღეს, თუ ოპოზიციას მართლა უნდა, რომ დაამარცხოს ან „დასაჯოს“ „ქართული ოცნება“, გიორგი გახარიას არ უნდა „დაარტყან“. ახლა აინთო გახარიას ვარსკვლავი და შეიძლება ჩაქრეს თუ ვერ გაარტყა თავის დროზე. თუ გახარია მართლა ხვდება რა მოხდა, უნდა დააყენოს თავისი თავი მერობის კანდიდატად. მაინც ვერ გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, მაგრამ უცებ გამოჩნდება გახარიას ძალა, რადგან გაბრაზებული ხალხი მას მისცემს ხმას“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 28 ივლისს „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇

🔴 „შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა პოლიტიკური კრიზისის დაბრუნების საფრთხეს ქმნის“ - ნედ პრაისი

🔴 „ქართულმა ოცნებამ“ თავი მოჭრა საქართველოს“

🔴 „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს

🔴 „აშშ გაბრაზებულია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით“ - საელჩოს განცხადება