მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: მიხეილ სააკაშვილი ყველაზე უფრო უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის ლიდერია

მიხეილ სააკაშვილი ყველაზე უფრო უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის ლიდერია

„მიხეილ სააკაშვილი გახლავთ ყველაზე უფრო უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის ლიდერი. თავისი განცხადებით მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის სრულიად უპასუხისმგებლო და ისინი მზად არიან ნებისმიერი პროტესტი გამოიყენონ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და ამ დროს აზარალებენ ქვეყნის ინტერესებს,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ნამახვანჰესის შესახებ.

„მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკას და ელექტროენერგიით მომარაგებას გააჩნია სამი თეორიული პოტენციური წყარო. ერთია, ჩვენი საკუთარი ენერგეტიკა და განახლებადი რესურსები, რომელზეც ის გვირჩევს, უარი ვთქვათ; მეორეა ელექტროენერგიის იმპორტი, მათ შორის, მეზობელი ქვეყნებიდან და რუსეთიდან. მესამე - გაზის იმპორტი. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი, რომელიც დღეს მოღვაწეობს უკრაინაში, სადაც უკვე იწვნიეს საკმაოდ მძიმედ ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, ასეთ არასახელმწიფოებრივ პოზიციაზე დგას,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აქციაზე ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და მთავრობის პასუხს 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 თუ ხვალ 12:00 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას“ - გოლეთიანი

👉 „ულტიმატუმით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია და ეს არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი“ - პრემიერი „რიონის ხეობის მცველების“ განცხადებაზე

👉 სიმღერა, ლექსები და დროს ტარება - რა ხდებოდა 24 მაისის ღამეს ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე? (ვიდეო)