მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაც მეტად გაიშლება ამ საქმის დეტალები, მით მეტი ნაგავი ამოტივტივდება და ლუსტრირება მოყვება მიშას ზურგს ამოფარებული მუქთახორების - ზურაბ ქადაგიძე

ქადაგიძე

ექსპერტი ზურა ქადაგიძე სოციალურ ქსელში სააკაშვილის მიერ 8 მილიონის გაფლანგვის საქმეს ეხმაურება და მიმდინარე პროცესს ლუსტრაციას უწოდებს.

მისი თქმით რაც მეტად გაიშლება ამ საქმის დეტალები,მით მეტი ნაგავი ამოტივტივდება და ლუსტრირება მოყვება მიშას ზურგს ამოფარებული მუქთახორების.

„სასწაული ლუსტრაციის პროცესი მიდის... წლების განმავლობაში ვინც იყო და რჩება მიშას ორბიტაზე, ყველა შიშვლდება... განსაკუთრებით ნიშანდობლივია 8 მილიონის გაფლანგვის საქმე, სადაც არამხოლოდ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ფლანგავდა სახელმწიფო თანხებს, არამედ ერში თუ ბერში თბილად მოკალათებული პერსონები. რაც მეტად გაიშლება ამ საქმის დეტალები, მით მეტი ნაგავი ამოტივტივდება და ლუსტრირება მოყვება მიშას ზურგს ამოფარებული მუქთახორების. მიდით ბატონო მუქთახორებო! რაც მალე განიძარცვებით, მით უკეთესი... მეგისა ქარდავას ებარებოდეთ”, - წერს ქადაგიძე facebook-ზე.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

ამავე თემაზე:

🔴 „მიმაჩნია, რომ როგორც პრეზიდენტს, ჩემს შვილს შეცდომები არ დაუშვია“ - გიული ალასანია (ვიდეო)

🔴 „სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დეტალების იმ ფორმით გასაჯაროება, როგორც ეს მოხდა, არასწორია“ - ომბუდსმენი

🔴 „მწვანილით დატვირთული მანქანით რომ შემოიპარები, შეურაცხყოფას აყენებ სახელმწიფოს“ - ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილზე