მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი დაკავებულია“ - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

„მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“ , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავდა. თუმცა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა სადაც წერს რომ ის 8 წლის შემდეგ საქართველოშია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕„მადლობა სააკაშვილს, ამ ნაბიჯით გააფარჩაკა საკუთარი პარტია“ - კახა კალაძე

⭕ „3 ოქტომბერს მეც შევუერთდები თბილისისკენ ერთ-ერთ კოლონას “- მიხეილ სააკაშვილი

⭕„ვისთან ერთადაც არ უნდა იყოს, თუ საზღვარს გადმოლახავს, დაკავებული იქნება“ - წულუკიანი სააკაშვილზე