მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილს სჭირდება 10 გამოცდილი პოლიციელი, რომელიც დააკავებს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებისთანავე დაკავებული იქნება და სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ კანონის აღსრულებას ვინმემ ხელი შეუშალოს.

პრემიერი აღნიშნავს, რომ დაკავებული იქნება ნებისმიერი სხვა ადამიანიც, რომელიც ამ პროცესში პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცდება.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი ყველას გასაგონად. ჯერ ერთი, ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არქმევდნენო. ჯერ არ ჩამოსულა და თუ ჩამოვა დავიჭერთ. ვინც ხელს შეგვიშლის, იმასაც დავიჭერთ.

არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება მე არ დამიანონსებია. სამოქალაქო დაპირისპირება დააანონსეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, როცა განაცხადეს, რომ ხელს შეუშლიან სააკაშვილის დაკავებას. მე ვთქვი, რომ ოპოზიციას, მათ გუნდს არ შეუძლიათ საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებაც კი. პიკის დროს, როცა იყო ყველაზე მთავარი მომენტი, მათ 5000-ზე მეტი ადამიანის მობილიზებაც ვერ შეძლეს, ჩვენ კი „ქართულ ოცნებას“, ნებისმიერ დროს, ერთ საათში შეგვიძლია მინიმუმ 100 000 მხარდამჭერის მშვიდობიანი დემონსტრაცია

სააკაშვილს სჭირდება 10 პოლიციელი, გამოცდილი კაცი, რომელიც მას დააკავებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობას აქვს რესურსი, რომ დაიცვას წესრიგი და ხელი არ შეეშალოს კანონის აღსრულებას.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საღამოს აპირებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ვფიქრობ, სააკაშვილი გადაწყვეტილებას აეროპორტში მიიღებს“- გია ხუხაშვილი (ვიდეო)

⭕ „სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში“ - რომან გოცირიძე

⭕ „როგორც კი შემოვა ჩვენს მიწაზე, იმავე წამს დაკავებული და შებრძანებული იქნება ციხეში“ - ღარიბაშვილი სააკაშვილზე