მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ავიღე ბილეთი“ - სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების თარიღს ასახელებს (ვიდეო)

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - Pia.ge

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საღამოს აპირებს.

მისი თქმით, თვითმფრინავის ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს, რადგან აღნიშნულ არჩევნებზე „საქართველოს ბედი წყდება“.

„რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოს, რათა ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი ბილეთის აღების დასტურად ფოტოსაც აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, რომ ბილეთები მისი დედის გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილისთვის არის ნაყიდი.