მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში“ - რომან გოცირიძე

„სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე „ფორმულას“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი პატიმრობა იქნება ხანმოკლე.

მისი თქმით, გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია.

„სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში. ქართველი ხალხი ანუ ამომრჩეველი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიხეილ სააკაშვილს ციხეში დიდხანს არ დატოვებენ. მისი გათავისუფლება იქნება დროის საკითხი. როგორც შინ, ასევე, გარეთ ყველამ იცის, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და გამოტანილი განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული. ამ მოცემულობით მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იქნება ძალიან მოკლე ხნით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს თვითმფრინავის ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს, რადგან აღნიშნულ არჩევნებზე „საქართველოს ბედი წყდება“.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ჩემთვის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა არაფერს ნიშნავს“ - სალომე სამადაშვილი

👉 „ბილეთის დაჯავშნა, ჩამოსვლას არ ნიშნავს“ - ვახტანგ ძაბირაძე

👉 „დედას ბუშტი გვიბრუნდება“ - თეა წულუკიანი სააკაშვილზე

👉 დევნილობაში ყოფნა აღარ სურს - ნიკა მელია სააკაშვილზე