მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან პროვოკაციის შესახებ უტყუარი ინფორმაცია გვაქვს“ - გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის

„უტყუარი ინფორმაცია გვაქვს პირდაპირ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა „ოცნების“ ბოსების მიერ დაგეგმილ ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა“, - ამის შესახებ ექსპრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ექსპრემიერის თქმით, იმისათვის რომ არავის ჰქონდეს სპეკულაციების გაგრძელების საშუალება ის კომერციულ ლაბორატორიაში ტესტს არ გაიკეთებს.

გახარია ამბობს, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა, რის გამოც თმის ანალიზს ევროპაში ჩააბარებს.

„ასე მოულოდნელად ქართულ პოლიტიკაში ჯანსაღი ცხოვრების ნიღაბქვეშ შემოიჭრა ნარკოტესტირებასთან დაკავშირებული საკითხი. მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ და „ოცნების“ ბოსებმა თურმე ეს საკითხი უკვე დახურეს. მინდა გითხრათ ბატონებო, რომ ეს საკითხი ჩემთვის დახურული არ არის და ახლა ვიწყებ ამ საკითხზე საუბარს.

რა თქმა უნდა, მარტივია ასე გამოხვიდე, შემოაგდო თემა არსაიდან და შემდგომ შენივე ტელევიზიით ჩართო მთელი პროპაგანდის მანქანა, რომელიც ადამიანის ბრალდებაზე მუშაობს. შემდგომ პროპაგანდისტულ ტელევიზიაში „რუსთავი 2-ზე“ გაურკვეველი მიზეზების გამო მნიშვნელოვან პერიოდში ჟურნალისტი იწყებს ინტერვიუს და ასრულებს რაღაც პრიმიტიული კითხვით, „ნარკოტესტს ჩაიტარებთ თუ არა“. შემდგომ ამას მოჰყვა მთელი სახელმწიფო მექანიზმის, პირველ რიგში სუსის მუშაობა, დარეკვა რეგიონებში, რომ თურმე გახარიას ნარკომოხმარებასთან კავშირში იყოს. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. პირველ რიგში, პატივს ვცემ საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენს ამომრჩევლებს.

ამიტომ, მინდა გითხრათ, გვაქვს უტყუარი ინფორმაცია პირდაპირ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა „ოცნების“ ბოსების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა.

იმისთვის, რომ არ მივცეთ არავის ასეთი სპეკულაციებს გაგრძელების შესაძლებლობა, არ გავიკეთებ ამ ტესტს ამ კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ დავკარგავთ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან დღეს საარჩევნო კამპანიისთვის და გავფრინდებით ევროპაში საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს და ეს ანალიზის პასუხი გვექნება ორ კვირაში.

ჩემს თავს ვალდებულად ვთვლი, თითოეულ ჩემს ოპონენტს მოვუწოდო, მეგობრებო ახლა მაინც გვეყოს პასუხისმგებლობა და დავსხდეთ დებატებში ერთი ერთზე პირისპირ თქვენსავე ტელევიზიებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ოპოზიციისათვის გახარია არის სიტუაციური მოკავშირე და მისი იზოლირება არ უნდა გაუხარდეთ“ - გია ხუხაშვილი

✔️ გიორგი გახარია მერობის კანდიდატებს დებატებისკენ მოუწოდებს