მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსთაველის გამზირზე რადიკალური დაჯგუფების წევრები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ

აქცია რუსთაველის გამზირზე

რუსთაველის გამზირზე, სადაც ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო „მდუმარე აქცია“ მიმდინარეობს, რადიკალური დაჯგუფების წევრები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ.

ადგილზე დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის. დაკავებულია კონტრაქციის მონაწილე რამდენიმე პირი.

ინფორმაციისთვის, რუსთაველის გამზირზე ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას „თბილისი პრაიდიც“ შეუერთდა. აქციაში მონაწილეობას იღებენ როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები.

აქციის მონაწილეები 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

ამავე თემაზე:

🔴 „მდუმარე აქცია“ რუსთაველზე

🔴 „ჩართულები ვართ მთელი ძალებით, რომ არ მოხდეს რაიმე სახის დაპირისპირება“ - ვაჟა სირაძე

🔴 ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, ძალადობისკენ მოწოდებები არ დაუშვან - შსს