მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შარლ მიშელმა პუტინთან საუბარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დაადასტურა

შარლ მიშელი და ვლადიმერ პუტინი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კრემლის ლიდერთან ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც შარლ მიშელის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პუტინთან ავღანეთში ბოლოდროინდელი მოვლენები და რეგიონზე მათი გავლენა განიხილა.

შარლ მიშელის ტვიტში ნათქვამია, რომ მან პუტინს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დაუდასტურა.

„პრეზიდენტ პუტინთან განვიხილეთ ავღანეთში მიმდინარე ბოლო დროინდელი მოვლენები და ამ მოვლენების გავლენა რეგიონზე. ევროკავშირი და რუსეთი იზიარებენ რეგიონის სტაბილურობის ინტერესს.

ჰუმანიტარული კატასტროფის პრევენცია, ტერორიზმთან და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა, მათ შორის ქალების, გოგონებისა და უმცირესობების უფლებები - პრიორიტეტია.

საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დავადასტურე. ასევე ვისაუბრეთ, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივაზე, აუცილებელია ნდობის აღდგენა და დიალოგი“, - აცხადებს შარლ მიშელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

🔴 „მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას“ - კელი დეგნანი

🔴 „მოვუწოდებ ყველა მხარეს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ“ - შარლ მიშელი