მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თამარ ჟვანია თავის ქვეყანას პატიოსნად ემსახურა“- გია ვოლსკი

უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა.

როგორც ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, თამარ ჟვანიას მიმართ ყველა ადამიანს სოლიდარობის გრძნობა უნდა ჰქონდეს, ვინც იცის, რას ნიშნავს, ბულინგის ასეთი ინტენსივობა, რომელიც მან განიცადა.

„დასავლეთის დამოკიდებულება იყო ერთი – არჩევნები სამართლიანად ჩატარდა და არავითარი პრეტენზია ცესკო-ს მიმართ არ ჰქონიათ. უფრო მეტსაც გეტყვით, თანამდებობიდან გადადგა ის, ვინც სწორედაც მოახდინა ფალსიფიცირება ამ მონაცემების და რომელსაც დაეყრდნო საპროტესტო მოძრაობა.

თამარ ჟვანიას საქმიანობა პოზიტიურად უნდა შევაფასოთ და არ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს რაიმე დანაშაული მიუძღვის ქვეყნის წინაშე, პირიქით, თავის ქვეყანას პატიოსნად ემსახურა და არაფერი ისეთი არ ჩაუდენია, რაც ასეთი გააფთრებული ბულინგის წინაპირობა და საფუძველი ყოფილიყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც თავის მხრივ წაადგება საარჩევნო ადმინისტრაციას, მომავალ საარჩევნო პროცესს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას“,- აღნიშნავს თამარ ჟვანია მის მიერ სოციალურ გვერდზე გავრცელებულ პოსტში.

იხილეთ აგრეთვე:

✅მამუკა მდინარაძე თამარ ჟვანიაზე: კარგი იქნებოდა ჯერ ოპოზიციისგან ბოდიში მოესმინა და შემდეგ გადამდგარიყო

✅„ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული გადაწყვეტილებაა“ - ხვიჩია თამარ ჟვანიას გადადგომაზე